ჩვენ შესახებ

Home / ჩვენ შესახებ

ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაარსდა 1983 წლის აგვისტოს სსრკ მინისტრთა საბჭოს # 1551 განკარგულებით  და  იწოდებოდა, როგორც  სსრკ  ხილ-ბოსტნეულის  მეურნეობის სამინისტროს, ხილ-ბოსტნეულის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო  ინსტიტუტი.

ინსტიტუტის ჩამოყალიბებასა და  განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს,   ბატონ  ამირან  წეროძეს, რომელიც ამავე  დროს  გახლდათ ინსტიტუტის დირექტორი 1983-2005 წწ-ში.

სსრკ სახაგრომრეწვის 1986 წლის 27 მაისის #238 ბრძანებულებით, ინსტიტუტი გარდაიქმნა,  სსრკ სახაგრომრეწვის – ხილ – ბოსტნეულის  პროდუქციის  შენახვის  სამეცნიერო – კვლევით და საპროექტო – საკონსტრუქტორო სრულიად საკავშირო  ინსტიტუტად.

საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  აკადემიის  1992 წლის  24 მარტის #4 ბრძანებულებით  ინსტიტუტს  ეწოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხილ – ბოსტნეულის შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო – კვლევითი და საკონსტრუქტორო ინსტიტუტი.  საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  აკადემიის  1992 წლის  11 ნოემბრის #29 დადგენილებით  აღნიშნული ინსტიტუტი უკვე იწოდება, როგორც აგრარული ბიოტექნოლოგიის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის #58 დადგენილებით „სახელმწიფო სამეცნიერო – კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“, ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი  და ეწოდა  სსიპ ბიოტექნოლოგიის  ცენტრი.

საქართველოს  მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის #306 დადგენილების  შესაბამისად სსიპ  ბიოტექნოლოგიის ცენტრი რეორგანიზებული  იქნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სახით.