მიმართულებები
სამეცნიერო – კვლევითი მიმართულებები:
- კარტოფილის in vitro სინჯარის მცენარეების შენახვა – განახლება (კოლექცია) და ახალი ჯიშების ადაპტაციის უნარიანობის შესწავლა საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატურ პირობებში;
- კარტოფილის ვირუსული ინფექციების კვლევა EPPO სტანდარტების მიხედვით საქართველოს სხვადასხვა რაიონში (აგრარული მიმართულება);
- სასარგებლო ანუ სამკურნალო, არომატული, თაფლოვან, საღებარი, სანელებელ და შხამიანი (სასარგებლო) მცენარეების ბიომრავალფეროვნება, მონიტორინგი, მოვლა – მოყვანის ტექნოლოგიები, ფიტოგენეტიკური რესურსის გაუმჯობესება და კონსერვაცია, ეთნობოტანიკური უნარ – ჩვევები, მდგრადი გამოყენების პერსპექტივები – საქართველოს ფიტოგენეტიკური რესურსების მდგრადი გამოყენებისას ერთიანი ჯამრთელობის, ცხოველთა კეტილდღეობის და პროდუქციის წარმოების ხარისხის ამაღლება;
- სასოფლო სამეურნეო კულტურებისათვის ნაკლებ ნაყოფიერი ნიადაგის და ფესვის პათოგენი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ ბიოპრეპარატის გამოყენება ჯანსაღი გარემოს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღების მიზნით;
- საქართველოში გავრცელებული ხურმის და ბროწეულის პერსპექტიული ჯიშების დახასიათება ბიოქიმიური მაჩვებელების და კვებითი ღირებულების მიხედვით, მათი შენახვისუნარიანობის შესწავლა, და ნაკლებდანაკარგიანი შენახვის მეთოდის შემუშავება;
- კომშის პერსპექტიული ჯიშების შენახვისუნარიანობის შესწავლა და შენახვის ახალი მეთოდის შემუშავება;
- ქართული სასუფრე ყურძნის ჯიშების შენახვისუნარიანობის შესწავლა,ზოგიერთი ბიოქიმიური მაჩვენებლების მიხედვით გამოკვლევა და დახასიათება. შენახვის უნარიანობის შესწავლა;
- ფუნქციონალური დანიშნულების კვების პროდუქტების შემუშავება ადგილობრივი მცენარეული რესურსების გამოყენებით.