ჩვენ შესახებ
ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაარსდა 1983 წლის აგვისტოს სსრკ მინისტრთა საბჭოს # 1551 განკარგულებით და იწოდებოდა, როგორც სსრკ ხილ-ბოსტნეულის მეურნეობის სამინისტროს, ხილ-ბოსტნეულის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტი.
ინსტიტუტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ ამირან წეროძეს, რომელიც ამავე დროს გახლდათ ინსტიტუტის დირექტორი 1983-2005 წწ-ში.
სსრკ სახაგრომრეწვის 1986 წლის 27 მაისის #238 ბრძანებულებით, ინსტიტუტი გარდაიქმნა, სსრკ სახაგრომრეწვის – ხილ – ბოსტნეულის პროდუქციის შენახვის სამეცნიერო – კვლევით და საპროექტო – საკონსტრუქტორო სრულიად საკავშირო ინსტიტუტად.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 1992 წლის 24 მარტის #4 ბრძანებულებით ინსტიტუტს ეწოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხილ – ბოსტნეულის შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო – კვლევითი და საკონსტრუქტორო ინსტიტუტი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 1992 წლის 11 ნოემბრის #29 დადგენილებით აღნიშნული ინსტიტუტი უკვე იწოდება, როგორც აგრარული ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის #58 დადგენილებით „სახელმწიფო სამეცნიერო – კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“, ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ეწოდა სსიპ ბიოტექნოლოგიის ცენტრი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის #306 დადგენილების შესაბამისად სსიპ ბიოტექნოლოგიის ცენტრი რეორგანიზებული იქნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სახით.