მიზნები

Home / მიზნები

მიზნები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი, მუშაობს აგრარული მიმართულებით.

ბიოტექნოლოგიის  ცენტრის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი  დაწესებულების  დანიშნულება არის მსოფლიოში აპრობირებული, თანამედროვე, ინოვაციური  ტექნოლოგიების, როგორც ფუნდამენტური კვლევა, ასევე  ამ ტექნოლოგიების  მოდიფიცირება საქართველოს გეოგრაფიულ – კლიმატური პირობების  გათვალისწინებით. კერძოდ, სხვადასხვა სასოფლო – სამეურნეო კულტურების  ელიტური სათესლე  და  სარგავი  მასალის მიღება-გავრცელება, საქართველოს   ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი-კონსერვაცია  და კულტივირება   და  მდგრადი  გამოყენება, ბიოპრეპარატების გამოცდა სასოფლო – სამეურნეო კულტურებზე  მიკრობული  დაავადებების  შემცირების თვალსაზრისით, ყურძნისა  და  ხეხილოვანი  კულტურების  შენახვის  ახალი   ტექნოლოგიის  შემუშავება – დანერგვა.

ბიოტექნოლოგიის ცენტრის  საქმიანობა განისაზღვრება რამდენიმე მიმართულებით:

  1. აპიკალური მერისტემის მეთოდის გამოყენებით უვირუსო კარტოფილის და კაკლის სათესლე და სანერგე მასალის მიღება. კარტოფილის უვირუსო მცენარეების არსებული კოლექციის შენახვა-განახლება;
  2. სასარგებლო ანუ სამკურნალო, არომატული, თაფლოვანი, საღებარი, სანელებელი და შხამიანი მცენარეების ბიომრავალფეროვნება, მონიტორინგი, მოვლა – მოყვანის ტექნოლოგიები, ფიტოგენეტიკური რესურსის გაუმჯობესება და კონსერვაცია, ეთნობოტანიკური უნარ – ჩვევები, მდგრადი გამოყენების პერსპექტივები – საქართველოს ფიტოგენეტიკური რესურსების მდგრადი გამოყენებისას ერთიანი ჯამრთელობის, ცხოველთა კეტილდღეობის და პროდუქციის წარმოების ხარისხის ამაღლება;
  3. ახალი, ადგილობრივი წარმოების ბიოპრეპარატების და შემოტანილი ფუნგიციდების მოქმედების  შესწავლა ბოსტნეულ კულტურებზე
  4. კურკოვანი და კენკროვანი ხილის, ასევე სასუფრე ყურძნის ინტროდუცირებული ჯიშების ბიოქიმიური კვლევა და შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება
  5. შენახვის ბოლო ეტაპზე ხილის გადამუშავების პროდუქტების კვებითი ღირებულების სრულყოფა  ზოგიერთი კენკროვანი კულტურიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით

ამრიგად, ბიოტექნოლოგიის ცენტრის საქმიანობა ორიენტირებულია ქვეყნის სამეცნიერო საქმიანობასა და სამეცნიერო პროდუქციის დანერგვაზე საქართველოში.

ბიოტექნოლოგიის ცენტრის კვლევითი საქმიანობა ხორციელდება მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიების და მეთოდების საფუძველზე,  ხდება ამ ტექნოლოგიების მოდიფიცირება და მორგება საქართველოს გეოგრაფიულ – კლიმატურ პირობებზე, ასევე მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიების შემუშავება.

ბიოტექნოლოგიის ცენტრის სტრატეგიული მიზანია ზემოთ აღნიშნულ პრობლემებზე მუშაობა, სამეცნიერო კვლევების ჩატარება, ტექნოლოგიების შემუშავება და მათი დანერგვა სოფლის მეურნეობაში.