სიახლეები
ბიოტექნოლოგიის ცენტრის დირექტორი დოქტორი მაია კუხალეიშვილი და ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი დოქტორი ივეტა მეგრელიშვილი, მიმდინარე წლის 21-26 აპრილს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. რიგაში (ლატვია) COST eu-ს (ევროპის თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, როგორც კომიტეტის წევრები და in vitro მერქნიანი მცენარეების მიღება – რეპროდუქციის სამუშაო ჯგუფის წევრები. მათ ასევე COST eu-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარადგინეს ნაშრომი “კაკლის ჯიშ „ჩანდლერის“ in vitro სინჯარის მცენარეების მიღება” (Establish of walnuts (J. regia L.) variety “ Chandler” in vitro culture in Georgia). წარდგენილი ნაშრომი დაიბეჭდა თეზისის სახით COST eu-ს მიერ გამოცემულ სამეცნიერო შრომათა კრებულში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს 23 ქვეყნის ბიოტექნოლოგებმა.
მ. კუხალეიშვილი და ი. მეგრელიშვილი დაესწრნენ COST eu-ს კომიტეტის სხდომას, სადაც ძირითადად განიხილება, ორგანიზაციის სამომავლო გეგმები, შეხვედრები, ფინანსები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ, 5 წლის ვადით ( 05.05. 2024- 05.05. 2029 წწ), ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხელმეორედ არჩეულ იქნა ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ივეტა მეგრელიშვილი.