პერსპექტივები
პერსპექტივები
ბიოტექნოლოგიის ცენტრი მუშაობს აგრარული მიმართულებით. წლების მანძილზე ცენტრში მუშავდება ისეთი კვლევითი-სამეცნიერო თემები, რომლებიც თავისი თემატიკით და შინაარსით, პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც დგას სოფლის მეურნეობის თუ ეკოლოგიის წინაშე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი კვლევებში იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს.
ცენტრს გააჩნია მრავალწლიანი პერსპექტივები, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ბიოტექნოლოგიის ცენტრში არსებული კარტოფილის in vitro უვირუსო სინჯარის მცენარეების (კოლექცია) შენახვა და 1. მისი განახლება, ახალი, სელექციური, მსოფლიოში გავრცელებული და აპრობირებული ჯიშების შემოტანა, არსებულის მოძიება, მათგან სინჯარის მცენარეების მიღება და კოლექციის შევსება ახალი ჯიშებით. ახალი ჯიშების ადაპტაციის უნარის შესწავლა საქართველოს გეოგრაფიულ – კლიმატურ პირობებთან, ვირუსების გავრცელების დინამიკის დადგენა საქართველოს მაღალმთიან და დაბალმთიან რაიონებში.
2. ბიომრავალფეროვნების გენეტიკური რესურსის დაცვა – რაციონალური გამოყენებისათვის, ამასთანავე ეთნობოტანიკური უნარ-ჩვევების კვლევა – დიფერენცირება, შემდეგ მოხმარებითი მოდელის შექმნა ეკონომიკურად მომგებიანი გარკვეული რეგიონისათვის. საქართველოს მასშტაბით, განსხვავებული ეკოსისტემის პირობებში, დომინანტი სასარგებლო (სამკურნალო, არომატული, საღებარი, თაფლოვანი, შხამიანი, სანელებელი) მცენარეთა, მათ შორის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი, გენპლაზმის მოძიება-კატალოგირება, მონიტორინგი. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ex‐situ და in‐situ/on farm კონსერვაცია მომავალი მოხმარებისთვის. საქართველოს უნიკალური ფლორის სახეობების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე ინფორმირების ამაღლება, ეთნობოტანიკური ტრადიციებისა და ფიტოპროდუქციის პოპულარიზების მექანიზმების ინტენსიფიკაცია და მდგრადი გამოყენება. საქართველოს ფლორის ველურად მზარდი და კულტივირებული მცენარეების აღწერა – კატალოგირება, მონაცემთა ბანკის შევსება.
3. ნაკლებმოსავლიანი ნიადაგის და სასოფლო – სამეურნეო კულტურების მიკროფლორის შესწავლა, პათოგენი მიკროორგანიზმების გამოვლენა, დომინანტი პათოგენების გამოყოფა და იდენტიფიკაცია, პათოგენების წინააღმდეგ საქართველოში წარმოებული ბიოპრეპარატების გამოცდა და მოქმედების შესწავლა. სოფლის მეურნეობაში მაღალ ეფექტური ბიოპრეპარატების ფართოდ გამოყენება პათოგენი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ საბძოლველად, როგორც ფუნგიციდის შემცვლელი.
4. პირველად შეისწავლება საქართველოში გავრცელებული ხურმის, ბროწეულის და კომშის პერსპექტიული ჯიშები ბიოქიმიური მაჩვენებლების მიხედვით, შეისწავლება მათი შენახვისუნარიანობა და შემუშავდება შენახვის ახალი მეთოდი, შენახვის პროცესში დანაკარგების შესამცირებლად. ასევე იგეგმება საღვინე ყურძნის ჯიშების შენახვის ტექნოლოგიის განვითარება საქართველოში. ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური კვლევების საფუძველზე, შეფასდება საღვინე ჯიშის ყურძნის კვებითი ღირებულება და ვარგისიანობა შენახვის ტექნოლოგიაში.
5. ადგილობრივი მცენარეული ნედლეულის კვლევის საფუძველზე ბუნებრივი კომპონენტებისაგან ბიოლოგიურად სრულფასოვანი ახალი სახის ფუნქციონალური დანიშნულების კვების პროდუქტების შემადგენლობისა და მეცნიერულად დასაბუთებული ტექნოლოგიის შემუშავება. ეკოლოგიურად სუფთა მცენარეული ნედლეულიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი, ახალი გემური თვისებების მქონე ფუნქციონალური დანიშნულების კვების სხვადასხვა პროდუქციის დამზადება და მისი შეფასება კვებითი ღირებულების თვალსაზრისით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი ყოველთვის მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში, მომავალ წლებშიც გათვლილია საერთაშორისო კონფერენციებზე, წარადგინოს კვლევებით მიღებული შედეგები, ასევე პერსპექტივებში შედის სტატიების გამოქვეყნება იმფაქტფაქტორის მქონე მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში, ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტებთან და ასევე საქართველოში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ფერმერებთან. გაგრძელდება ცენტრის პროფესორების მუშაობა უმაღლეს სასწავლებლებში, სტუდენტების დაინტერესება და მათი ჩართვა სტუ-ბიოტექნოლოგიის ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში, რაც დღესაც სრულდება.